თბილისში არასრულწლოვანს ავტომანქანა ზებრაზე დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 12.03.2018
ნანახია: 943

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, თუმცა შუქნიშანი ახალი ანთებული იყო და მან წითელი ნიშანი ვერ დაინახა.

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, ის გონზეა და მას პოლიტრავმები აღენიშნება.

დამატებით დეტალებს შსს მოგვიანებით გაავრცელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე