კრიმინალური ავტორიტეტის, გოგი ხატოევის მკვლელობის საქმე გახსნილია

საქართველო, თბილისი - 12:41 | 12.03.2018
ნანახია: 1028

სამართალდამცველებმა გუშინ, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ ჩატარებული აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებმა 1975 წელს დაბადებული ვ.წ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მარტს თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით,  ნაცნობს - 1957 წელს დაბადებულ  გ.რ.-ს,  მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან  გასროლით  სხეულზე სასიკვდილო  ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. გ.რ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს,   საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე