რუსთავში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:27 | 12.03.2018
ნანახია: 1154

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, “ტოიოტა ფიტი”-ის მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შედეგადაც შუა გამყოფ ზოლს შეეჯახა და ამოტრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე