ბათუმში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადავარდა

საქართველო, თბილისი - 22:42 | 10.03.2018
ნანახია: 822

ბათუმში, ბულვარში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადავარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე