პანკისში 23 წლის ქალს იარაღი გაუვარდა და დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 15:18 | 09.03.2018
ნანახია: 892

პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში 23 წლის ქალს იარაღი გაუვარდა.

არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიღებული. 

როგორც ირკვევა, დაშავებულს იარაღი შემთხვევით გაუვარდა. 

დაშავებულს პირველი ოპერაცია ახმეტის, შემდეგ კი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე