ხაბაროვსკში ადამიანის 26 წყვილი კიდური იპოვეს

საქართველო, თბილისი - 17:11 | 08.03.2018
ნანახია: 1275

რუსეთში ხაბაროვსკის მხარეში მდინარის ნაპირზე ტომარაში მოთავსებული ადამიანის 26 წყვილი კიდური იპოვეს.

რუსული მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით  პოლიციის განყოფილებაში სატელეფონო ზარი შევიდა. მიმდინარეობს ექსპერტიზა.

მედიისვე ცნობით, ინციდენტი კრიმინლას არ უკავშირდება. ადგილი აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან  სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის წესების დარღვევას, რის გამოც მოჭრილი კიდურები მდინარეში აღმოჩნდა.  პროზექტურაში კიდურებს ამოუცნობ ცხედრებს აჭრიან რათა ანაბეჭდები აიღონ და ბაზაში შეამოწმონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე