იუსტიციის სახლთან აქციაზე ერთი პირი დაკავეს

საქართველო, თბილისი - 16:17 | 08.03.2018
ნანახია: 5798

თბილისში, იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად აქცია მიმდინარეობს. 

აქციის პარალელურად კონტრაქციაც იმართება.

კონტრაქციის მონაწილეებმა ტრანსგენდერ ქალებს და აქციის სხვა მონაწილეებს კვერცხები ესროლეს. შემთხვევის შედეგად, კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციამ დააკავა.

კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი დაკავებამდე აცხადებდა, რომ თუ პოლიციამ საშუალება მისცა, ისინი აქციას ფიზიკურადაც შეუშლიან ხელს და მათ პლაკატებს გადაუხევენ .

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე