მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთისგან განსხვავდება -ხორავას ქუჩის საქმის ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 13:18 | 08.03.2018
ნანახია: 898

"აშკარად ვხედავთ, რომ მოწმეები ბრალდების მხარის მიერ ნავარჯიშები და ნამეცადინები არიან" - განაცხადა ჟურნალისტებთან, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

მისი განმარტებით, მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთისგან განსხვავდება.

"მოწმეების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს. სასამართლოში მიცემულ ჩვენებებშიც კი არსებობს წინააღმდეგობები. მოწმეთა ჩვენებები ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი არ არის" - აცხადებს კაკაბაძე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე