თბილისში ოთხი ადამიანი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 21:28 | 07.03.2018
ნანახია: 867

თბილისში ოთხი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ვარკეთილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტისას, ერთ-ერთმა მძღოლმა რამდენიმე მათგანი დაჭრა.

შსს-ში ადასტურებენ მომხდარს ფაქტს. გამოძიება სსკ-ის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას გულისხმობს.

დაჭრილები ინგოროყვას კლინიკაში, ამტელის კლინიკასა და ზღვის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია უტარდება.

შსს-ს ცნობით, გამოვლენილია დამნაშავე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე