მკვლელობა რუსთავში

საქართველო, თბილისი - 18:16 | 07.03.2018
ნანახია: 1061

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში შუა ხნის ქალი მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. 

ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და კრიმინალური პოლიცია. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე