მამაკაცმა, რომელსაც პოროშენკოს კორტეჟის მანქანა დაეჯახა, დანაშაული თავის თავზე აიღო (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:07 | 07.03.2018
ნანახია: 1051

პენსიონერმა, რომელსაც კიევში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი დაეჯახა, დანაშაული თავის თავზე აიღო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ამტკიცებს, მამაკაცმა აღიარა, რომ საგზაო მოძრაობის წესების თვითონ დაარღვია.

ხანში შესულ მამაკაცს  ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

პოროშენკოს კორტეჟის ერთ-ერთი ავტომანქანა ქვეითს კიევის ერთ-ერთი ქუჩის გზაჯვარედინზე დაეჯახა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე