საფრანგეთში ქუჩაში აკიდება 90 ევროთი დაჯარიმდება

საქართველო, თბილისი - 16:39 | 06.03.2018
ნანახია: 822

მოქალაქეებს, რომლებიც  საფრანგეთის ქუჩებში უღირსად მოიქცევიან, 90 ევროს ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბენჯამენ გრივომ ტელეარხ BFMTV-ის ეთერში განაცხადა.

მსგავსი კანონი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა გავრცელებული ცნობით  კანონმა ამ ქვეყნებში ვერ იმუშავა.  გრივოს თქმით, საფრანგეთი უცხოელი კოლეგების ნეგატიურ გამოცდილებას გამოიყენებს და ქვეყნის სასარგებლოდ აამუშავებს.  

„საფრანგეთის დედაქალაქის ილ-დე-ფრანსის რეგიონში ქალების 90 პროცენტი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ხშირად ფიზიკური ან ვერბალური ძალადობის, ან რაიმე სახის აკიდების მსხვერპლი ხდება“, - აღნიშნა გრივომ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე