ბოლო წლებში უფრო მეტი ქალი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად - გახარია

საქართველო, თბილისი - 12:35 | 06.03.2018
ნანახია: 1075

უნდა გაითვალისწინოთ, ის კომპონენტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში, იმ საგანმანათლებლო პროგრამებმა რომლებიც იყო განხორციელებული, შეცვალა მიდგომა ამ მოვლენის მიმართ და უფრო მეტი ქალი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა დღეს ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის და გამოძიების მექანიზმების სრულყოფა და ეფექტურობის გაზრდაა.

"ჩვენი უწყება ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა დღეს ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის და გამოძიების მექანიზმების სრულყოფა და ეფექტურობის გაზრდაა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, ის კომპონენტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში, იმ საგანმანათლებლო პროგრამებმა რომლებიც იყო განხორციელებული, შეცვალა მიდგომა ამ მოვლენის მიმართ და უფრო მეტი ქალი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად. ეს სტატისტიკაშიც აისახა. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც კი მიმართვიანობის რაოდენობა იზრდება, ეს გვაძლევს ჯანსაღ საშუალებას, რომ სწორი რეაგირება მოვახდინოთ, რასაც ვაკეთებთ. ასევე შეგიძლიათ შეკავების ორდერების ნახოთ, მათი რაოდენობაც გაიზარდა", - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით, შემაკავებელი ორდერის გამოწერა, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა მარტივდება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე