სალონიკში ნეაპოლის მიტროპოლიასთან აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:20 | 06.03.2018
ნანახია: 758

თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობა აფეთქდა საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ნეაპოლის მიტროპოლიის შენობასთან.
ადგილობრივი მცხოვრებელბის თქმით, ოთხი აფეთქების ხმა გაისმა.

თვითნაკეთი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მიტროპოლიის შენობის შესასვლელი დაზიანდა. მეხანძრეებმა ცეცხლი მალე ჩააქრეს. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ოთხი გაზის ბალონის ნაწილები იპოვეს. სამართალდამცველები ბოროტმოქმედებს ეძებენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე