ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით, შემაკავებელი ორდერის გამოწერა და იარაღთან წვდომის შეზღუდვა მარტივდება

საქართველო, თბილისი - 11:11 | 06.03.2018
ნანახია: 748

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით, შემაკავებელი ორდერის გამოწერა, ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა მარტივდება. 

პრემიერის თქმით, თუ აქამდე შემაკავებელი ორდერის გამოწერა იყო ნებაყოფლობითი, ახლა კონკრეტდება შემთხვევები, როცა ის სავალდებულო გახდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის საკმაოდ არასახარბიელო სტატისტიკა ამ მიმართულებით. ამაზე ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ. მეც მქონდა საუბარი არაერთხელ და ერთ-ერთი ნაბიჯი ამ მიმართლებით არის შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული და ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და ასევე, იარაღთან წვდომის შეზღუდვა“, - განაცხადა პრემიერმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები საკმარისი არ არის და მთავრობა სხვა ღონისძიებებსაც ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე