კრწანისის დაკავებულ მაჟორიტარ დეპუტატს საკრებულო სადეპუტატო უფლებამოსილებას დღეს შეუჩერებს

საქართველო, თბილისი - 11:04 | 06.03.2018
ნანახია: 807

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე პატიმრობაში მყოფ კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს, თემურ გორგაძე სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუჩერებენ. თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე 25 საკითხს განიხილავენ.

თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე ქრთამის აღების ფაქტზე 28 თებერვალს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გორგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა, თუმცა, მას ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფცირდა. წინასასამართლო სხდომა 19 აპრილს 13 საათზე გაიმართება.

თუ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ახალი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები დაინიშნება.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე