ძლიერი ქარი და ნალექი გურიაში - დაზიანებული სახლებია და ავტომაგისტრალი

საქართველო, თბილისი - 09:48 | 06.03.2018
ნანახია: 1022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა 40 სახლს სახურავი გადახადა. მძიმე ვითარებაა ჩოჩხათის თემში, სადაც 10-მდე ოჯახი დაზარალდა.

ქარის გარდა ძლიერმა წვიმამ გურიის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, ოზურგეთი დააზარალა. მდინარე სუფსა ადიდდა, რის გამოც ჩოხატაური ოზურგეთის ავტომაგისტრალს დატბორვა ემუქრება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ორდღიანი გადაუღებელი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარე სუფსა, რაც საფრთხეს უქმნის ჩოხატაური - ოზურგეთის ავტომაგისტრალს. ასევე დაზიანებულია ქარიშხლის შედეგად 50-მდე სახლი. ადგილზეინფრასტრუქტურის სამსახური მუშაობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე