ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველო, თბილისი - 15:31 | 05.03.2018 ნანახია: 885ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათზე დაიწყო. აპლიკანტები ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.
გარდა ეროვნული გამოცდებისა, რეგისტრაცია ასევე გამოცხადდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა საგნის გამოცდებისთვისაც.
რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და რეგისტრაცია 30 მარტს, 18:00 საათზე შეწყდება. სწორედ ამ დროიდან, აპლიკანტები ვეღარ შეძლებენ საგამოცდო ქალაქის შეცვლას. თუმცა, 15 მაისამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამატონ გამოცდა ან შეცვალონ საგანი. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, პროგრამების შეცვლის ვადები კონკრეტული მიზეზით გაიზარდა.
როგორც მაია მიმინოშვილმა განმარტა, შესაძლოა, აკრედიტირებული უნივერსიტეტების სია შეიცვალოს და შესაბამისად, ამან გაურკვევლობა გამოიწვიოს აბიტურიენტებში. ამიტომ ცვლილებების შეტანა და უნივერსიტეტის შეცვლა აბიტურიენტების ნაშრომების აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე იქნება შესაძლებელი.
“შესაძლოა გარკვეულ უნივერსიტეტებს შეეცვალოს სტატუსი. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებთ აბიტურიენტებს, რომ მუდმივად შეამოწმონ აღნიშნული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება, შეცვლიან თუ არა მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამას. ჩვენ ვსაუბრობთ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან და ვთხოვთ მათ, რომ აგვისტოს შემდეგ უნივერსიტეტების აკრედიტაცია არ შეიცვალოს, რათა არ მოხდეს გაურკვევლობა. თუ აკრედიტაცია დავუშვათ, შემოდგომაზე შეუჩერდება უნივერსიტეტს, მაშინ სტუდენტებისთვის ცალკე მობილობის ფანჯარა გაიხსნება”, – განმარტა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა