როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველო, თბილისი - 11:02 | 05.03.2018
ნანახია: 1055

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია +8, +13 გრადუსის ფარგლებში. 6 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი.

ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.

ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე