16 წლის მოზარდი 7 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 05.03.2018
ნანახია: 1015

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაისში, მიტოვებული შენობის 7 მეტრის სიმაღლიდან 16 წლის მოზარდი გადავარდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ექიმების განცხადებით, პაციენტს შუბლის არეში ღია ჭრილობა აქვს და ამ ეტაპზე მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115 მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე