საპატრიარქო: არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს წითელი ჯვარი ჩამოასვენებს

საქართველო, თბილისი - 14:26 | 04.03.2018
ნანახია: 967

საპატრიარქოს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს.

,,დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.

მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.

ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში  საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს'', - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე