მშვიდობა ომზე მეტია - კვირას 40-მდე კაფე-ბარი 2 საათით დაიკეტება

საქართველო, თბილისი - 18:23 | 02.03.2018
ნანახია: 1372

„მშვიდობა ომზე მეტია“ - ამ ლოზუნგით 4 მარტს, 18:00 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეები "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლებისგან ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ.

„ჩვენი ხელისუფლება ითხოვს მოკლული ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებას, რომელიც ოკუპანტმა მხარემ მძევლად ჩაიგდო ხელში. დიახ, ცხედარი ჰყავთ მძევლად. გარდა ამისა, დაკავებული ჰყავთ საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც არ ათავისუფლებენ და არ გადმოგვმცემენ.

მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა საქართველოს სახელმწიფოსა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე. სწორედ ამიტომ, აქციის მიზანია, დავაფიქსიროთ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია მთელი მსოფლიოს თვალში, რომ ჩვენ მშვიდობისა და თავისუფლების მხარეს ვდგავართ, ისინი კიდევ გვპასუხობენ ომითა და ძალადობით“, - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორებმა.

საპროტესტო აქციას თბილისში მდებარე ბარები, რესტორნები, მაღაზიები და სხვა კომერციული ობიექტები შეუერთდებიან. 

40-მდე ობიექტი კვირას აქციის განმავლობაში 2 საათით დაიხურება და თავის მომხმარებელს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

აქციას უერთდებიან:

1. კანუდოსი

2. კამორა

3. ამოდი

4. ვოდკასტი

5. ფუნდუკი

6. პლენტ შოფი

7. საქსესი

8. ბურგერ ჰაუსი

9. ბია +

10. Wizchiz

11. Pipes Burger joint

12. ქეთის ბისტრო

13. პოლიფონია თბილისი

14. თონე

15. Drunk Owl

16. აზერფეშა

17. სკოლა skola

18. ლეილა

19. შავი ლომი

20. ემბერ ბარი

21. რესტორანი ბლუმი

22. რესტორანი ზალა

23. ბენდუქიძის კულინარიული აკადემია

24. ღვინო ანდერგრაუნდი

25. ლიტერა

26. კულინარიუმი

27. „ამბავი"

28. „დრამა ბარი"

29. ლიტერატურული

30. ლიტკაფე

31. kyoto სუში ბარ

32. G.vino

33. art cafe home

34. კაფე „ლაღიძის წყალი“

35. ტატუ ბარი

36. Monkey's Bar




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე