საკრებულოს წევრ თემურ გორგაძეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 17:12 | 02.03.2018
ნანახია: 1092

თბილისის საკრებულოს წევრს, თემურ გორგაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატ გიორგი ქუმსიაშვილის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომ გორგაძე 15 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, გორგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა, თუმცა, მას ბრალი თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფცირდა.

ადვოკატისთვის უცნობია, თუ რას უკავშირდება გორგაძისთვის მუხლის გაკვალიფიცირება.

ცნობისთვის, გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.  

წინასასამართლო სხდომა 19 აპრილს 13:00 საათზე გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე