ლარის ახალი კურსი

საქართველო, თბილისი - 17:05 | 02.03.2018
ნანახია: 1271

2 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4634 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4649 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0268 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0057 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.11 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6468 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3951 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 მარტიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე