თინათინ ხიდაშელი კანადელ კოლეგას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 11:50 | 23.11.2015 ნანახია: 1811საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ჰარჯიტ საჯანს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა კანადელ კოლეგასთან თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ახალ პოსტზე წარმატებები უსურვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანადის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, უელსის პაკეტის წარმატებით განხორციელება თავდაცვის უწყების პრიორიტეტია. მან იმედი გამოთქვა, რომ ნატოს წევრ 20 ქვეყანასთან ერთად, ამ პროცესში კანადა აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
თინათინ ხიდაშელმა ჰარჯიტ საჯანს საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის მინისტრებმა ორქვეყნას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელმა კანადელ კოლეგას მადლობა გადაუხადა სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამაში (MTCP) საქართველოს მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობის ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდება.
„კანადის თავდაცვის მინისტრი რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა არჩევნების შედეგად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ფაზაში, როდესაც ის ეცნობა პარტნიორებს, გვქონდა შესაძლებლობა პირისპირ გვესაუბრა. დეტალებში გავიარეთ ის ფორმატები, რომელიც არსებობს საქართველო-ნატოს და საქართველო-ნატოს წევრ ქვეყნებთა ურთიერთობებში. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა კანადისგან, გაგრძელდეს და შეუქცევადი პროცესი იყოს, რაზეც შესაბამისი პირობაც მივიღეთ. ვთხოვეთ საქართველოში ჩამობრძანება მომავალ წელს, ჩვენი დამოუკიდებლობის 25 წლის აღნიშვნის სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში. ვფიქრობ, პარტნიორების მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა თბილისიდან ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც მსოფლიოს და ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას ეხება. ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებში კანადის მეტად გააქტიურებაზე, მათ შორის პროფესიული განვითარების სკოლის შექმნის ფარგლებში, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და მომავალ წელს უნდა გაიხსნას საქართველოში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა