შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 15:37 | 02.03.2018
ნანახია: 892

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ოჯახში ძალადობის კუთხით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა და მიმართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან.

"შესაბამისად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთსა და შიდა ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეფექტიანად იმუშავეს სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და გამოძიების მიმართულებითაც. აჭარასა და შიდა ქართლში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტია გახსნილი. მათ შორის ქურდობაში მხილებულია 3 არასრულწლოვანი" - მამუკა ჭელიძემ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე