ოზურგეთში მეეზოვეები გაიფიცნენ

საქართველო, თბილისი - 13:46 | 02.03.2018
ნანახია: 935

ოზურგეთში მეეზოვეები გაიფიცნენ - "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ისინი არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

"არც ხელთათმანებს გვაძლევენ, არც მუშაობისთვის საჭირო სხვა ინვენტარს. ხელფასიც არ აგვიღია მეორე თვე დაიწყო უკვე. მოვითხოვთ დროულად მოაგვარონ ეს პრობლემა,ჩვენ ოჯახები გვყავს, პურის ფული რომ შევიტანოთ სახლში, ამისთვის გვიჭირავს ცოცხი ხელში. ასე არ გავაგრძელებთ, უარს ვიტყვით სამუშაოს შესრულებაზე"-აცხადებენ გაფიცულები. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე