ილია მეორე არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 22:36 | 01.03.2018
ნანახია: 1261

არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენების საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქს წერილს გაუგზავნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განუცხადა.

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, პატრიარქი მზად არის მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რათა დროულად მოხდეს ტატუნაშვილის გადმოსვენება. მისივე თქმით, ამ წერილის გაგზავნას სატელეფონო საუბრები მოჰყვება.

,,მისმა უწმიდესობამ აღუთქვა, რომ რაც მის პირად და საქართველოს ეკლესიის ხელთ არსებული არის, გამოიყენებს იმისთვის, რომ არჩილის ცხედარი დროულად იქნას გადმოსვენებული ოჯახში", - განაცხადა ჟვანიამ.

ცნობისთვის, საპატრიარქოში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები ილია მეორეს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე