ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს პროდუქციის გამოსატანად დღეს შეუშვებენ

საქართველო, თბილისი - 13:17 | 01.03.2018
ნანახია: 993

,,ქალაქის გულის" დაზარალებულ მოვაჭრეებს სავარაუდოდ პროდუქციის გამოსატანად დღეს შეუშვებენ", - ამის შესახებ ბაზრობის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა. 

მისი განმარტებით, პირველ რიგში, ტერიტორიაზე შევლენ ისინი, ვისაც მალფუჭებადი პროდუქცია აქვს. 

„ყველაფერი ორგანიზებულად მოხდება. შედგება სიები. პროცედურას დაესწრება გამომძიებელი და ჩვენი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მოვაჭრეები ტერიტორიაზე შესვლას დილიდან ითხოვდნენ. სამართალდამცველები ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრ ”ქალაქის გულში” 27 თებერვალს გაჩნდა, რის შედეგად 3000 კვ.მ-ზე მეტი ფართი დაიწვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე