ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს

საქართველო, თბილისი - 12:13 | 01.03.2018
ნანახია: 875

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი სახელმწიფო დაცვის პროგრამაში ჩართეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმნიუსჯორჯიას“ მისმა ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა მიაწოდა.

„მუსტაფა ემრე ჩაბუქმა 23 თებერვალს მთავარ პროკურორს მიმართა შუამდგომლობით, რათა ჩართულიყო დაცვის სპეციალურ პროგრამაში. მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ამჟამად ჩაბუქიც და მისი ოჯახის წევრებიც დაცვის სპეციალურ პროგრამაში არიან ჩართული. კონკრეტულ დეტალებს სამწუხაროდ ვერ მოგახსენებთ, რადგან გასაიდუმლოებულია“, - აცხადებს ბარათაშვილი.

ჩაბუქის და მისი ადვოკატების განცხადებით, ჩაბუქის ფიზიკური განადგურების, ან გატაცების საფრთხე, რის გამოც დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერმა მისი ოჯახის წევრების მსგავსად, დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა მოითხოვა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე