ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებულ 5 მოზარდს სამედიცინო დაწესებულებებიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ

საქართველო, თბილისი - 10:44 | 01.03.2018
ნანახია: 849

ბარათაშვილის ქუჩაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის ფასადიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშვებული მოზარდები კლინიკებში რჩებიან. მკურნალობას 5 მოზარდი გადის. 

ექიმების თქმით, მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულებს კლინიკიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ.

უბედური შემთხვევის შედეგად გუშინ 6 მოსწავლე დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი თავის ტრავმების გამო საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე