ქრთამის აღებისთვის დაკავებულ თემურ გორგაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

საქართველო, თბილისი - 10:05 | 01.03.2018
ნანახია: 1303

ქრთამის აღებისთვის დაკავებულ კრწანისის მაჟორიტარს, თემურ გორგაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

საკრებულოს დაკავებული დეპუტატი ბრალს არ აღიარებს.

თემურ გორგაძის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ ღამით მოინახულა, თუმცა უფლებადამცველი საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა სამსახურმა საკრებულოს დეპუტატი, ,,ქართული ოცნების" წევრი თემურ გორგაძე გუშინ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე