თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 18:17 | 28.02.2018
ნანახია: 1346

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, ბაქრაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია.

ბაქრაძემ მასმედიის საშუალებით განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილის ფალსიფიკაციაში მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულ საქმეზე ბაქრაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე