შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ბავშვი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 17:49 | 28.02.2018
ნანახია: 6784

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 6 მოზარდიდან ერთ-ერთი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა.

ის ინგოროყვანას კლინიკაში 40 წუთის წინ გადაიყვანეს, თუმცა მას ოპერაცია, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შენობიდან შუშა ჩამოვარდა.

შუშა გამვლელებს დაეცა, მათ შორის 6 ბავშვს, რომლებიც ტერიტორიაზე მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე