შსს-ში ბრიფინგი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 17:26 | 28.02.2018
ნანახია: 866

შინაგან საქმეთა სამინისტროში 18:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა.

წინასწარი ინფორმაცით, უწყებაში განცხადება კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ძებნილი ზაზა ბაქრაძის დაკავების საკითხზე გაკეთდება.

არსებული ინფორმაციით, ზაზა ბაქრაძე, რომელსაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ედება ბრალი, თბილისში დღეს უკრაინიდან უნდა ჩამოფრენილიყო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე