შსს-მ ბარათაშვილზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:00 | 28.02.2018
ნანახია: 836

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება ადასტურებს, რომ შემთხვევის შედეგად 6 მცირეწლოვანი დაშავდა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

,,ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე