ბარათაშვილზე შენობიდან შუშა ჩამოვარდა - დაშავდა 6 ბავშვი

საქართველო, თბილისი - 16:12 | 28.02.2018
ნანახია: 1992

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობიდან შუშა ჩამოვარდა.

ბანერი გამვლელებს დაეცა, მათ შორის 6 ბავშვს, რომლებიც ტერიტორიაზე მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდნენ.

დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბავშვს ოპერაცია ინგოროყვას კლინიკაში ამ წუთებში უტარდება.

როგორც ,,პრაიმნიუსჯორჯიას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი მომხდარს არკვევენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე