პრინცმა თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 28.02.2018
ნანახია: 1170

გერმანიის უკანასკნელი კაიზერის მემკვიდრე კარლოს პატრიკ გოგენცოლერნი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა ფრანკფურტში Intercontinental Hotel-ში მოხდა. პრინცი 21-ე სართულის ფანჯრიდან გადახტა. ცხედარი იმავე დღეს იპოვეს. პოლიციამ უბედური შემთხვევის ვერსია თავიდანვე გამორიცხა. გავრცელებული ცნობით, პრინცმა თავი მოიკლა.

კარლოს პატრიკი სასჯელს ოისკირჰენის ციხეში იხდიდა. ის „თავისუფლებისთვის მზადების“ ფარგლებში ციხიდან დროებით იყო გათავისუფლებული. პრინცს პატიმრობის ვადა ივლისში ეწურებოდა.

გერმანიის პრინცი მიუნჰენში გაიზარდა. 28 წლის ასაკში მან კომპანია Hohenzollern Communications-ი დაარსა, რომელიც გერმანიაში მაღალი კლასის ბრენდების განვითარებით იყო დაკავებული, მაგრამ ბიზნესი მთლად „სუფთა“ არ აღმოჩნდა.

2011 წელს კარლოსი პირველად დააკავეს და ოთხთვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, 2014 წელს კი ოთხწლიანი პატიმრობა შეეფარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე