ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ეკიპაჟი 7 600 მეტრის სიმაღლეზე გაიყინა

საქართველო, თბილისი - 15:24 | 28.02.2018
ნანახია: 1159

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის ეკიპაჟი ფრენის დროს გაიყინა. ამის შესახებ Defense News-ი იტყობინება.

ინციდენტი 7 600 მეტრის სიმაღლეზე სიეტლიდან 90 კმ-ში მოხდა. გამოცემის ცნობით, საჰაერო ხომალდი ვაშინგტონის შტატის უიდბი-აილენგის ბაზიდან კალიფორნიის შტატის ჩაინ-ლეიკის ბაზაზე მიფრინავდა.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში ტემპერატურის დამარეგულირებელი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

შედეგად ბორტზე ტემპერატურა მინუს 30 გრადუსამდე დაეცა. სივრცე ბურუსით,   ხომალდი კი ყინულის სქელი ფენით დაიფარა.

ამის გამო პილოტმა ხილვადობა დაკარგა და გადამცემისა და კომპასის მონაცემებს ვეღარ აფიქსირებდა.

მომხდარის შედეგად ეკიპაჟმა უიდბი-აილენდის ბაზაზე დაბრუნება გადაწყვიტა.

ბაზაზე დაბრუნების შემდეგ მფრინავისა და ინჟინერის კანზე ექიმებმა წყლულები და მოყინვის კვალი აღმოაჩინეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე