საქართველოს პარლამეტის დელეგაცია ანკარაში შეხვედრებს მართავს

საქართველო, თბილისი - 14:37 | 28.02.2018
ნანახია: 930

საქართველოს პარლამეტის დელეგაცია თურქეთის პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდირიმს შეხვდა.

ანკარაში, საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით იმყოფება, რომლის შემადგენლობაში ნინო გოგუაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი არიან.

თურქეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სამმხრივი საპარლამენტო ფორმატის ფარგლებში შედგა, სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ბინალი ილდირიმს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საერთო პრიორიტეტებზე და მიზნებზე, რაც პირველ რიგში, ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მოიაზრებს. სოფიო ქაცარავამ რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობა აღნიშნა და სამეზობლო პოლიტიკის გაძლიერებაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ვაჭრობისა და ტრანსპორტის საშუალებით ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე ასევე, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობასა და ურთიერთობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერს საქართველოს ნატო-ში ინტეგრირების გზაზე გატარებული რეფორმები გააცნო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე