სოფელ მატანში 70 წლამდე მამაკაცი სახლში მოკლული იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:18 | 28.02.2018
ნანახია: 883

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 70 წლამდე მამაკაცი სახლში მოკლული იპოვეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ის მეზობლებმა ნახეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს. მოკული მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.

როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.

მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე