პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 28.02.2018
ნანახია: 947

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, კომისიამ 858 პირის საქმე განიხილა.

„73 მსჯავრდებულიდან 4 ქალბატონია. დანარჩენ 43 მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა სხვადასხვა დოზით. შეწყალების კომისია 19 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით მუშაობდა და კომისიამ 858 პირის საქმე განიხილა. კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და 116 მსჯავრდებული შეიწყალა“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე