ტრამპმა ცოლ-შვილი თავსხმა წვიმაში მიატოვა, თვითონ კი თავი ქოლგას შეაფარა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:23 | 28.02.2018
ნანახია: 931

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეუღლე და შვილი წვიმაში მიატოვა, თვითონ კი ქოლგას თავი შეაფარა და გზა მშვიდად განაგრძო.

ინციდენტი ფლორიდაში პალმ-ბიჩის აეროპორტში მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს დონალდ ტრამპი ქოლგით იმ დროს, როცა მისი 11 წლის ვაჟი ბერონი ერთი მაისურის ამარა თავსხმა წვიმაში გალუმპული მიყვება, უკან კი დედამისი მელანიაა ასევე ქოლგის გარეშე.

ამის გამო ტრამპმს თავს სოციალური ქსელის მომხმარებლების მძაფრი კრიტიკა დაატყდა. მომხმარებლები მას გალანტურ ბარაკ ობამას ადარებენ და მისი არათავაზიანობის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

„მისი ვარცხნილობა უფრო მნიშვნელოვანია. რაინდული საქციელი. ეს ის ადამიანია, რომელიც გვგონია, რომ ჩვენს შვილებს დაიცავს“,- წერენ აღშფოთებული ამერიკელები.

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე