10 ცნობილი ქალი, რომელმაც ქალიშვილობა ქორწინებამდე შეინარჩუნა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 28.02.2018
ნანახია: 2570

10 ცნობილი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა ქალიშვილობა ქორწინებამდე შეენარჩუნებინა.

ჯესიკა სიმპსონი

ვიდრე ინიკ ლაშეს გაყვებოდა ცოლად, ჯესიკამ, რომელიც აქტიურად უწევდა პროპაგანდას თავის ქალიშვილობას, აღიარა, რომ ღმერთს მამას და მომავალ ქმარს დაპირდა, რომ გათხოვებამდე ქალიშვილი დარჩებოდა.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ის არის, რაც ნამდვილად მინდა“, - განუცხადა ჯესიკამ გამოცემა Coconutsky.club-ს.

 

ადრიანა ლიმა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი, ადრიანა ლიმა ღრმადმორმუნე კათოლიკეა. ამიტომ ის მოთმინებით ელოდა გათხოვებას, რათა უმანკოებას დამშვიდობებოდა.

„მამაკაცმა პატივი უნდა სცეს ჩემს არჩევანს. თუ პატივს არ მცემს, ე.ი. არ ვუყვარვარ“,- განაცხადა ლიმამ.

მისი ქმარი და შესაბამისად პირველი მამაკაცი სერბი სპორტსმენი მარკო იარიჩი გახდა. თავად ადრიანა ლიმამ კი პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალიშვილის „ტიტული“ მიიღო. 


ლიზა კუდროუ

სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი ლიზა კუდროუ ქალიშვილობას 31 წლის ასაკში გამოეთხოვა, როდესაც ცოლად მაიკლ სტერნს გაყვა.

თავად ლიზას აღიარებით, იმის მიუხედავად, რომ თავის გამოუცდელობას განიცდიდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მისთვის პირველი მამაკაცი მხოლოდ ქმარი იქნებოდა.

 „არასდროს ვყოფილვარ მზად პირველივე შემხვედრ მამაკაცს დავნებებოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ის რომ ეს პირველად ღირსეულ მამაკაცთან მომხდარიყო. და მე მას ველოდი...“

ლიზა მართალი აღმოჩნდა, წყვილი ერთად უკვე მრავალი წელია არიან და ჰოლივუდის ყველაზე სანიმუშო ოჯახად მიიჩნევა.

ბიონსე

ამის დაჯერება ძნელია. მაგრამ სექსუალური ლამაზმანი უბიწო ჯეი ზისთან ქორწინებამდე დარჩა.

გოგონა მას 21 წლის ასაკში შეხვდა. ჯეი ზისთან შეხვედრამდე ის 7 წლის განმავლობაში სხვა ბიჭს ხვდებოდა. თუმცა კოცნის გარდა მათ შორის არაფერი მომხდარა. ბიონსეს მტკიცედ ჰქონდა გადწყვეტილი, რომ პირველად სექსი მხოლოდ ქმართან ექნებოდა.

ამჟამად წყვილი სამ შვილს ზრდის და ცოლ-ქმარი ძალიან ბედნიერია.

 

უიტნი ჰიუსტონი

უიტნი ძალიან რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა, ამიტომ ქორწინებამდე რაიმე სიახლოვეზე საუბარი ზედმეტი იყო.

მკაცრი ბებია გოგონას არწმუნებდა, რომ მისთვის პირველი მამაკაცი აუცილებლად ქმარი უნდა ყოფილიყო. მომღერალი თავის სიყვარულს - ცუდ ბიჭს ბობი ბრაუნს შეხვდა. სწორედ ის გახდა მისთვის პირველი მამაკაცი, როდესაც მომღერალს 26 წელი შეუსრულდა.

სელინ დიონი

დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, სელინ დიონისა და მისი პროდიუსერის რენე ანჯელილის სიყვარულის ისტორია ცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე სანიმუშოდ არის აღიარებული.

რენე სელინ დიონს პირველად მაშინ შეხვდა, როდესაც გოგონა 12 წლის იყო. რა თქმა უნდა, იმ დროს რაიმე სიმპატიაზე საუბარი შეუძლებელი იქნებოდა. მათ შორის სიყვარულის ნაპერწკალმა გაცილებით გვიან იფეთქა. სელინ დიონი 19 წლის იყო, რენე კი 45-ის.

რამდენიმე წლის შემდეგ წყვილმა იქორწინა. 25 წლის ასაკში სელინი ცოლად საყვარელ მამაკაცს გაყვა. როგორც მოგვიანებით მომღერალმა აღიარა, რენე მისი პირველი და ერთადერთი მამაკაცი გახდა.

სამწუხაროდ, რენე მძიმე სენისგან რამდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა. სელინ დიონმა ქმრის გარდაცვალება ძალიან განიცადა, რომელთანაც ბედნიერი 20 წელი გაატარა.

ჰილარი დაფი

ჰილარი დაფს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვუწოდოთ კარგი გოგონა.

სწორმა აღზრდამ  შედეგი გამოიღო. ჰილარი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მისი პირველი მამაკაცი მხოლოდ ქმარი გახდებოდა.

ასეც მოხდა. გოგონა მომავალ ქმარს 23 წლის ასაკში შეხვდა. და მხოლოდ ქორწინების შემდეგ დაემშვიდობა უმანკოებას.

კანადელი ჰოკეისტი მაიკ კორმი მისი შვილის მამაც გახდა, თუმცა ის ჰილარის ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი არ ყოფილა. 2016 წელს ჰილარი ქმარს გაშორდა.

მერაია ქერი

დღეს მერაია ქერი თავისი სექსუალურობით,  მრავალრიცხოვანი რომანებითა და ეპატაჟური ცხოვრებით საზოგადოებას შოკში აგდებს. თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. მერაია თავისი ოცნების მამაკაცს ტომი მოტოლუს შეხვდა და ცოლად 24 წლის ასაკში შეხვდა.

ბრუკ შილდსი

ბრუკს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა. როდესაც მისი თანატოლები თოჯინებით თამაშობდნენ, ბრუკი ოჯახს ეხმარებოდა.

მან საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მიიღო მთავარი როლი ფილმში „ცისფერი ლაგუნა“. სურათი თამამი სცენებით არის ცნობილი. მაშინ ცოტას თუ მოუვიდოდა თავში, რომ მთავარი რილის შემსრულებელი უბიწო იყო.

ბრუკი თავის თავს დაპირდა, რომ ინტიმური კავშირი ქორწინებამდე არ ექნებოდა. 22 წლის ასაკში ის მომავალ ქმარს შეხვდა, რომელიც მისთვის პირველი მამაკაცი გახდა. ის ცნობილი ჩოგბურთელი ანდრე აგასი იყო.

სამწუხაროდ, ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა.

მაილი საირუსი

მაილი საირუსის ეპატაჟური ცხოვრება და ზედმეტად თამამი ჩაცმულობა გარყვნილების შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლისთვისაც უცხოა ყოველგავრი წესები და კანონები.

თუმცა ერთი შეხედვით ცუდი გოგონა გამოირჩევა კულტურული და მოწესრიგებული ცხოვრების წესით. უფრო მეტიც, თავად მაილი აღიარებს, რომ თავს ქმრისთვის ინახავს და ქორწინებამდე სიახლოვე მისთვის არ არის.

 „მინდა ჩემს თავზე ვიფიქრო, როგორც გოგონაზე, რომლის მიღებაც მამაკაცს ადვილად არ შეუძლია, რომელიც შეიძლება გამოიყენონ და მერე მიატოვონ. უამრავი გოგონა საკუთარ თავს არ აფასებს და ინტიმურ კავშირზე ყველას თანხმდებიან. მე ამის წინააღმდეგი ვარ“, - განაცხადა მაილიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე