ვაპირებ აფხაზეთში წასვლას - დათო ოქიტაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:52 | 28.02.2018
ნანახია: 1701

,,პირველად ვამბობ, ვაპირებ აფხაზეთში წასვლას," - ამის შესახებ დათო ოქიტაშვილი  სოციალურ ქსელში წერს:  

,,წლების განმავლობაში არავის გასჩენია სურვილი, რომ ამ ადამიანებთან კულტურული დიალოგით ელაპარაკა. კულტურას, რომ გაცდენილიყო ეს დიალოგი... მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ ვერავინ დამიშლის, რომ იმ სფეროში, სადაც მე რამეს ვაკეთებ, ამ ხალხს შევხვდე და დაველაპარაკო, ჩემს აფხაზ და ოს ძმებს. მშვიდობის ტაძრამდე მისასვლელი გზის მნიშვნელოვანი წილი კულტურაზე გადის... კულტურა ახერხებს იმას, რასაც ზოგჯერ პოლიტიკოსები ვერ აღწევენ. ეს ფაქტი იმ კანონზომიერებაში ჯდება, რომლის თანახმად შემოქმედი ყოველთვის იღებს ვალდებულებას დაეხმაროს ადამიანს საკუთარ თავში სიმართლე მოიძიოს. ეს პროცესი მუდმივ კავშირშია კულტურის, როგორც კაცობრიობის კეთილი ნების ფენომენის აღიარებასთან სიკეთის, სიყვარულისა და მშვიდობის დასამკვიდრებლად. არ შეიძლება არ დაეთანხმო ზიგმუნდ ფროიდს, რომელიც თვლიდა, რომ კულტურა კაცობრიობის სინდისია,"- წერს ოქიტაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე