ამერიკის სამხერდრო ბაზაზე 11 ადამიანი საეჭვო კონვერტის გახსნის შედეგად დაშავდა

საქართველო, თბილისი - 10:31 | 28.02.2018
ნანახია: 818

ამერიკის სამხედრო ბაზაზე 11 ადამიანი მას შემდეგ დაშავდა, რაც საეჭვო კონვერტი გახსნა.
ინციდენტი ვაშინგტონის შემოგარენში არლინგტონის ოლქში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციულ შენობაში 11-მა ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო წერილის გახსნის შემდეგ. სამი სამხედრო ხელისა და სახის კანის დამწვრობას უჩიოდა. ერთ-ერთ სამხედროს კი ცხვირიდან სისხლი წასკდა.  

საავდმყოფოში გადაყვანილი სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს. შენობა, სადაც ინციდენტი მოხდა, ევაკუირებულია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე