ვულკანიზაციაში საბურავის გახეთქვის შედეგად მამაკაცი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 18:57 | 27.02.2018
ნანახია: 902

ხელვაჩაურში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ერთ-ერთ ვულკანიზაციაში საბურავის გახეთქვის შედეგად მამაკაცი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, მამაკაცს კიდურების მოტეხილობა და დაჟეჟილობა აღენიშნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე