,,ქართულმა ოცნებამ" მომავალს თვალი უნდა გაუსწოროს - ოთარ კახიძე

საქართველო, თბილისი - 17:53 | 27.02.2018
ნანახია: 1318

,,ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ" მომავალს თვალი უნდა გაუსწოროს. 

როგორც კახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მმართველ გუნდს სურს, რომ არსებული პრობლემები არ მოხვდეს პარლამენტის დადგენილებაში. 

,,სახალხო დამცველმა ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც არ მოხვდა პარლამენტის დადგენილებაში. კერძოდ, დადგენილებაში გაიფილტრა რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი, რომელიც იყო ანგარიშში და როდესაც ამაზე აქცენტი გააკეთეს სახალხო დამცველის მოადგილეებმა, თავად სახალხო დამცველმა და "ევროპულმა საქართველომ", ამან უმრავლესობის გაღიზიანება გამოიწვია. მათ სურთ, რომ გარკვეული პრობლემები, მაგალითად, გამოუძიებელი საქმეები, უმცირესობათა უფლებების დარღვევა, უკანონო მოსმენა, თვალთვალი და მიყურადება, ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტებზე, საყდრისის გამოძიება - ეს საკითხები არ უნდათ რომ მოხვდეს დადგენილებაში, ამაზე არ სურთ, რომ პასუხი მოსთხოვონ მთავრობას, ვინაიდან ცდილობენ, რომ მიჩქმალონ ადამიანის უფლებათა დარღვევის ეს კონკრეტული ფაქტები. როდესაც ვსაუბრობ 2016 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, ვადარებთ 2015 წელს და ეს არის ამ ანგარიშის არსი, "ქართული ოცნების" დეპუტატები საუბრობენ კიდევ 9 წელზე, აი, 2012 წელს ასე იყო. ჩვენ ასე წინ ვერ წავალთ", - განაცხადა კახიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე