ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა - ავარია თბილისში

საქართველო, თბილისი - 16:28 | 27.02.2018
ნანახია: 841

თბილისში, ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე