ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:32 | 27.02.2018
ნანახია: 4084

მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის ციხეში, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება, ქართველი ჯარისკაცების გამტყუნებას ლობირებს. 

,,არჩილ ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე. ვისაც მის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა (რომა შამათავა და სხვები). თან თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც გადასცა რუსეთს ჩვენი მებრძოლების სიები და მთელი ეს პერიოდი წულუკიანი ლობირებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს ჯარისკაცების გამტყუნებას, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის თანამშრომელი ანა დოლიძე პირდაპირ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ამ საკითხში. ესაა უტყუარი ფაქტები და ამიტომ, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ. ჩემი გულწრფელი სამძიმარი საქართველოს ერთგული ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს”, - წერს სააკაშვილი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე